ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, პანსიონებში არსებული სიტუაცია იატაკქვეშეთშია გადასული

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, პანსიონებში არსებული სიტუაცია იატაკქვეშეთშია გადასული.

როგორც ნაკაიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გარკვეული საკანონმდებლო ბაზაა შესაქმნელი, რომელიც თავის მხრივ, პანსიონებში კონტროლის მექანიზმს შექმნის.

„ცოტა განსხვავებული პერსპექტივით არსებობს მუსლიმური პანსიონები, რომელთა მიმართებაშიც გარკვეული საკანონმდებლო ბაზაც შექმნილია წინა მოწვევის პარლამენტის მიერ და წარმოადგენს გარკვეულ პრობლემატური თემას. ვიდრე პრობლემაში შევალთ, ხომ არ დაგვეთმო ამისთვის გარკვეული დრო. მზად ვარ ნებისმიერ დროს მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ რა პირობებია იქ. ვფიქრობ, ამისთვის გარკვეული საკანონმდებლო ბაზა არის შესაქმნელი, რომელიც გაამარტივებს და თავის მხრივ, კონტროლის მექანიზმს შექმნის. გარკვეულწილად იატაკქვეშეთშია სიტუაცია გადასული და ვფიქრობ, ეს სწორი არ არის. ამას სჭირდება მსჯელობა“, - განაცხადა ნაკაიძემ.

ნაკაიძის ამ განცხადებას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ არსებული კანონმდებლობა შესანიშნავია, თუმცა, რეალურად განვითარებისთვის კანონს „გზის გასუფთავება“ სჭირდება.

„კარგი იქნება ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება. როდესაც ბავშვთა უფლებების კოდექსი შეიქმნა, იქ გარკვეული წინაპირობები გაჩნდა ამ თემებზე სასაუბროდ, სტანდარტები გაიზარდა. მუდმივად უნდა გვქონდეს თვალი გამახვილებული ამ მიმართულებით სად შეიძლება გაუმჯობესების შესაძლებლობა. ამ ეტაპზე კანონის აღსრულება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შესანიშნავი კანონმდებლობა გვაქვს ამ მიმართულებით, რომელიც მაღალ სტანდარტებს აწესებს ბავშვთა უფლებების დასაცავად. უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება კარგად გავუსუფთავოთ გზა რეალურად განვითარებისთვის ამ კანონს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო