ალუდა ღუდუშაური ბავშვთა პანსიონატზე - პროცესს ხელს არ უწყობს ზედმეტი დრამატიზება, ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი, თორემ ობიექტურ რეალობასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს

პროცესს ხელს არ უწყობს ზედმეტი დრამატიზება, ხელოვნურად შექმნილი ზედმეტი აჟიოტაჟი, თორემ ობიექტურ რეალობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე და თითოეული ბავშვი არის დაცული,- ამის შესახეb საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით განაცხადა.

მას კითხვები აქვს სახალხო დამცველთან და აცხადებს, რომ ასეთ საკითხთან დაკავშირებით რეაგირების ერთი დღით დაგვიანებაც მიუღებელია, რაც შეეხება სახელმწიფოს რეაგირებას, ღუდუშაური აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა არ “უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გამოძიების დაწყებისთანავე ვინმეს დააკავებენ".

"ეს ეხება ჩვენს მომავალს, ბავშვებს და არ არსებობს არანაირი არც დაწესებულება, არც უწყება, რომელიც ბავშვებთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანს დატოვებს ღიად. არამც და არამც პროცესს ხელს არ უწყობს ზედმეტი დრამატიზება, ხელოვნურად შექმნილი ზედმეტი აჟიოტაჟი, თორემ ობიექტურ რეალობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე და მინდა ყველა დავარწმუნო, რომ თითოეული ბავშვი არის დაცული და კვლავაც იქნება დაცული. რეაქცია არის აუცილებელი, თუმცა, ჩვენ თუ გვინდა ჩვენი ბავშვების უფლებები იყოს დაცული, ამაზე ყველა ვართ შეთანხმებული. როცა ვსაუბრობთ „ზედმეტ აჟიოტაჟზე და დრამატიზებაზე", ეს საზოგადოებაში აჩენს მომეტებული შფოთის საფუძველს, ამიტომ ჯერ უნდა გავერკვეთ სიტუაციაში, რა ხდება. ხელისუფლებას, პროკურატურას ჰქონდა რამდენიმე საქმეზე გამოძიება დაწყებული და როგორ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გამოძიება არ რეაგირებს, თუ სახალხო დამცველისთვის ცნობილი იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება, 3-4 წელი კი არა 1 დღის დაგვიანებაც არის ცუდი და აჩენს კითხვებს. როცა ვსაუბრობთ რა გააკეთა სახელმწიფომ, სახელმწიფომ დაიწყო გამოძიება, რაც არის პროცესი. მოვისმინეთ, რომ ამ ეტაპისთვის ვერ იქნა საკმარისი მტკიცებულებები შეკრებილი, რომ კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთილიყო", - განაცხადა ღუდუშაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა