სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში მონიტორინგი და მასწავლებელთა ტესტირება აქტიურად გრძელდება

2020-2021 სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე სკოლებში, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი და Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის სკოლებში პერსონალის სავალდებულო ტესტირებასა და მიმდინარე საგაკვეთილო პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე პირადად გაეცნო და მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები ადგილზე შეაფასა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი მშვიდ, უსაფრთხო გარემოში გრძელდება. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს და მოსწავლეებმა სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაასრულონ.

„აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით სკოლებში თანამშრომელთა რიგით მე-9 სავალდებულო ტესტირება ტარდება. სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით უტარდებათ. ამასთან, სკოლებში სისტემატურად მიმდინარეობს უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი, როგორც სამინისტროს, ასევე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა