პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ ფარგლებში კიდევ ერთი საცდელი ტესტირება ჩატარდა

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა საცდელი ტესტირების კიდევ ერთი ეტაპი პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ ფარგლებში.

მათივე ინფორმაციით, საცდელი ტესტირება საქართველოს მასშტაბით 350-მდე სკოლაში 1-4 ივნისს ჩატარდა. პროცესმა შეუფერხებლად ჩაიარა.

ტესტირების პროცესის მიმდინარეობას თბილისის 122-ე სკოლაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ადგილზე გაეცნო.

„საცდელი ტესტირება ელექტრონულ ფორმატში ქართულსა და მათემატიკაში ჩატარდა და მასში მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. როგორც ქართულის, ისე მათემატიკის ტესტს საცდელი ტესტირების თითოეულ დღეს 3700-მდე მოსწავლე ასრულებდა.

ტესტირების მიზანია ანგარიშის ელექტრონული პლატფორმისა და ტესტირების ფორმატის დახვეწა, რათა მაქსიმალურად იყოს ის მორგებული სკოლის საჭიროებებთან. დიაგნოსტიკური შეფასება აგრეთვე დაეხმარება სკოლებს სასწავლო წლის შესაბამისად დაგეგმვაში.

საცდელი ტესტირება პროექტის ფარგლებში 2020 წლის ნოემბრის თვეშიც შედგა, სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა დავალებების აპრობაციაც“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, პროექტზე „შეფასება განვითარებისათვის“ მუშაობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წელს დაიწყო. მისი მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს ქართულ ენასა და ლიტერატურასა (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება). შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის მანძილზე მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორცცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო