კიევში ქართული კულტურის რიგით XI ფესტივალი გაიმართება

კიევის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში ქართული კულტურის XI ფესტივალი გაიმართება.

ორგანიზატორების ცნობით, ყოველწლიური ფესტივალი წელს კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის 25 წლის იუბილეს მიეძღვნება.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი "იბერიელი“ და კიევის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრის ფოლკლორული და სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას. „ფესტივალის ორგანიზატორები არიან უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“, მხარდამჭერები – უკრაინის კულტურისა და ინფორმაციული პოლიტიკის სამინისტრო, კიევის ქალაქის სახელმწიფო ადმინისტრაცია და საქართველოს საელჩო უკრაინაში. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ღონისძიება უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება“,-აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო