იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების" ვერსია ამნისტიის კანონპროექტზე უფრო ახლოს არის შარლ მიშელის დოკუმენტთან, ვიდრე ოპოზიციის

„გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნების" ვერსია ამნისტიის კანონპროექტზე უფრო ახლოს არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტთან, ვიდრე ოპოზიციის.

როგორც მან ჟურნალისტებთან ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია კანონპროექტი ისეთი იყოს, რომ მას პარლამენტში შემოსულმა მთელმა ოპოზიციამ დაუჭიროს მხარი.

„იმედი გვაქვს, მეორე მოსმენაზე გვექნება დისკუსიები, ვეცდებით, რომ ან აქეთ დაგვარწმუნოს ვიღაცამ, ან იქეთ დავარწმუნოთ. ეს არის პროცესი. მე კომპრომისის იმედი მაქვს, არამხოლოდ „გირჩთან" დაკავშირებით, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი ისეთი იყოს, რომ მას პარლამენტში შემოსულმა მთელმა ოპოზიციამ დაუჭიროს მხარი.

ჩვენ ახლა ორი დოკუმენტი გვაქვს, შეიძლება არცერთი არ მიმაჩნდეს ზუსტად ისეთად, როგორიც შარლ მიშელის დოკუმენტშია მითითებული, მაგრამ ჩემი აზრით, ამ დოკუმენტთან უფრო ახლოს არის "ქართული ოცნების" ვერსია, ვიდრე ოპოზიციის",-აღნიშნავს ხვიჩია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს