სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს - ტოივო კლაარს შეხვდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების - ზაზა გახელაძის, ლაშა ხეთერელის, გენადი ბესტაევის და ირაკლი ბებუას უპირობოდ გათავისუფლების საკითხს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. გრიგოლ ლილუაშვილმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) განსაკუთრებულ როლსა და მანდატის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი შეუზღუდავი წვდომის გადაუდებელ საჭიროებას გაუსვა ხაზი.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოტენციალის ეფექტურად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა