ვანო მაჭავარიანი - სენატორები საქართველოში ჩამოვიდნენ როგორც პრობლემურ ქვეყანაში და არა როგორც წარმატებულში - რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს კობახიძემ, პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება

სენატორები საქართველოში ჩამოვიდნენ როგორც პრობლემურ ქვეყანაში და არა როგორც წარმატებულში, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სენატორები საქართველოში რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის რეგიონალური ტურნე. საქართველოში ჩამოვიდნენ როგორც პრობლემურ ქვეყანაში და არა როგორც წარმატებულში. აქ პრობლემები არის. აქ პრობლემების გადაწყვეტის გზად მიაჩნიათ ერთის მხრივ შარლ მიშელის დოკუმენტი, რაც არის მხარეებს შორის შეთანხმებული და მეორე პრობლემურად მიაჩნიათ ის მზარდი რუსული აგრესია, რომელიც არის რეგიონში.

ის განცხადებები, რომელიც სენატორების მიერ გაკეთდა, ცალსახად ხაზს უსვამს რამდენიმე მიმართულებას, ერთ-ერთი არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო სისტემის ადმინისტრირება. ასევე საუბარი იყო გარე ფაქტორებზე, რომ პირველად მოხდა საქართველო და უკრაინა რომ არ მიიწვიეს სამიტზე. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს კობახიძემ ოპოზიციაზე, ძირითადი პასუხისმგებლობა მაინც მმართველ გუნდს ეკისრება“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოს 2 ივნისს ეწვივნენ. 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ისინი ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ასევე მოინახულეს ადმინისტრაციული საზღვარის ტერიტორიას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს