სოზარ სუბარი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატზე - როგორც კი სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში, ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და სოციალური მუშაკები იმყოფებიან. მისივე ინფორმაციით, ადგილზე ჩავლენ ფსიქოლოგებიც.

„ამ წუთებში ნინოწმინდის პანსიონატში შესულები არიან რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და 4 სოციალური მუშაკი ზრუნვის სააგენტოდან, ასევე, გზაში არიან ფსიქოლოგებიც. წუხელ, ექვსმა ბავშვმა, რომელმაც მოითხოვა გამოყვანა, სხვაგან არის გადაყვანილი. 2006 წლიდან ვმუშაობთ, სახალხო დამცველი ვიყავი, როდესაც ეს შენობა შეიქმნა, მაშინ მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით ორი ბავშვთა სახლი არსებობდა, ეს იყო ნინოწმინდასა და ზესტაფონში. მაშინაც გვქონდა შესვლასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები, თუმცა, მალე დალაგდა, მაშინ 60-მდე ბავშვთა სახლი იყო, ეს კონკრეტული ორი გამოირჩეოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო", - აღნიშნავს სუბარი.

მისივე თქმით, სახალხო დამცველს ბავშვთა სახლში შესვლის უფლება აქვს, როდესაც არ უშვებენ, "განგაში მაშინვე უნდა ატეხოს“.

„სახალხო დამცველს ბუნებრივია, უფლება აქვს და აუცილებლად უნდა შევიდეს. ცოტა გაოგნებულიც ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ 2018 წლიდან არ შესულა, არ ვიცი დღეს რატომ გახდა აქტუალური ეს საკითხი. როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში, ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია ", - აღნიშნავს სუბარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა