ელისო ბოლქვაძე - იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების პროექტის ფარგლებში საქართველო   ბათუმის წარდგენას გეგმავს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეს კულტურის საკითხებში, ერნესტო ოტონეს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე იუნესკოს მიერ ინიცირებული შემოქმედებითი ქალაქების საკითხის შესახებ იმსჯელეს. პროექტის ფარგლებში საქართველო ბათუმის წარდგენას გეგმავს.

„ვისაუბრეთ, ასევე, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის თაობაზე, რომელიც 2022 წლისთვის იგეგმება. საქართველო, როგორც იუნესკოს წევრი ქვეყანა, საინტერესო პროგრამით ჩაერთვება ღონისძიებებში, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის უნიკალურ თვითმყოფად კულტურას", -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა