თამარ გაბუნია - იმის პრობლემა არასდროს გვქონია, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელსაც სჭირდებოდა სამედიცინო სერვისი, მის მიღმა  დარჩენილიყო

იმის პრობლემას არასდროს გვქონია, რომ პაციენტი, რომელსაც სჭირდებოდა სამედიცინო სერვისი, მის მიღმა დარჩენილიყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ფიქსირდება ლეტალობის ფაქტები, რომლის მართვა დღეს მედიცინას არ შეუძლია.

„კოვიდ 19-ის შემთხვევაში ლეტალობა არის, მიუხედავად იმისა, რამდენად ხარისხიანი სერვისი ჩაუტარდება პაციენტს, ნებისმიერ შემთხვევაში. ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ინფიცირებული 100 ადამიანიდან ლეტალურობა მოსალოდნელია 1-დან 2 შემთხვევაში. ეს შესაძლოა, იყოს მძიმე ქრონიკული დაავადებების ფონი, მოულოდნელი გართულება ან რაიმე სხვა მიზეზი, რისი შესაძლებლობაც უბრალოდ, ჯანდაცვის სისტემას არ აქვს, ვიდრე არ იქნება კონკრეტული მიზნობრივი მკურნალობა კოვიდის წინაღმდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში, რისკის ფაქტორი აუცილებლად დარჩება.

ჩვენ იმის პრობლემა არასდროს გვქონია, რომ პაციენტს, რომელსაც სჭირდება სამედიცინო სერვისი, მის მიღმა დარჩენილიყო.

ჩვენ ინდოეთის მიმდინარეობას ვადევნებდით თავს და ძალიან მძიმე სურათები ვრცელდებოდა. მართვის პრაქტიკა და მოდელი დაიხვეწა, თავიდან გაურკვევლობის ხარისხი ძალიან მაღალი იყო, თუმცა, იმ პერიოდში საბედნიეროდ, საქართველოს ინფიცირების შემთხვევები ძალიან დაბალი ჰქონდა და ამდენად, ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი არც ერთ ეტაპზე არ მივიღეთ. ეს პროცესი არის მიმდინარე, ამიტომ არის ამდენი აქცენტი პრევენციულ ღონისძიებებზე, თუნდაც ვაქცინაციაზე, შეზღუდვებზე, რომ გარდაუვალი ლეტალობა, რომელიც ჩვენს შემთხვევაში არის 1 ან 2 შემთხვევა 100-დან, თავიდან ავიცილოთ. საუბედუროდ, არის ლეტალობის გარდაუვალი შემთხვევები, რომლის მართვა დღეს მედიცინას არ ძალუძს“,-განაცხადა გაბუნიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო