5 ივნისს „საპარლამენტო თავგადასავალი მზიურის პარკში" გაიმართება

საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სკოლის მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლების ახალ სასწავლო პროგრამას წარადგენს, რომელშიც მარტივად და გასაგებადაა გადმოცემული ინფორმაცია პარლამენტზე, დემოკრატიაზე და ქვეყნის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, მომავალ სასწავლო წელს, ახალი სასწავლო პროგრამა პილოტურად 50 საჯარო სკოლაში დაინერგება.

„მზიურის პარკში გამართულ ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, პარლამენტის წევრები და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. ბავშვებისთვის გაიმართება სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა - წიგნის კუთხე, ილუსტრაციების გაფერადება და იდეების დაფის შექმნა „მე რომ პარლამენტის წევრი ვიყო".

ხატვაში ბავშვებს დაეხმარა ცნობილი მხატვარი გამეზა, რომლის ილუსტრაციები შესულია ახალ სახელმძღვანელოებში.

ღონისძიებას დაესწრებიან: პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვა“,-ნათქვამია განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა