გიორგი თაბაგარი - პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით  „თბილისი პრაიდის“ კვირეული  გვექნება

გადავწყვიტეთ, რომ პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით გვექნება „თბილისი პრაიდის“ კვირეული, - ამის შესახებ "თბილისი პრაიდის" დირექტორმა გიორგი თაბაგარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წელს ექნებათ ღირსების მარში სოლიდარობისთვის ყველა იმ პროტესტის მიმართ, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ღირსების მარში 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გაიმართება. ამასთან, 1-5 ივლისს დაგეგმილ "თბილისი პრაიდის" კვირეულს სხვადასხვა ორგანიზაციის და მოძრაობის წარმომადგენლებიც უერთდებიან.

"2019 წლის შემდეგ 17 მაისზე როგორც საჯარო შეკრების დღეზე ვთქვით შეგნებული უარი მუდმივი დაპირისპირებების და დაძაბულობის გამო, რომელიც ამ დღესთან დაკავშირებით არსებობდა. 2019 წელს ჩვენ გვქონდა მცდელობა ღირსების მარშის გამართვის. გახსოვთ ალბათ ის მოვლენები, როდესაც რადიკალთა ჯგუფებმა ლევან ვასაძემ და მისმა მხარდამჭერებმა არ მოგვცეს ქუჩაში გასვლის შესაძლებლობა. სახელმწიფომ ვერ დაგვიცვა. მაშინ სახელმწიფოსგან მივიღეთ გზავნილი, რომ ჩვენ არ გიცავთ და რაც გინდათ ის გააკეთეთ. ჩვენმა მცდელობამ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვქონდა უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებები, მოეცათ მათ გარანტიები, რომ ისინი დაიცავდნენ ჩვენ უსაფრთხოებას, 2019 წელს ამაზე საჯაროდ თქვეს უარი. წელს გადავწყვიტეთ, რომ პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით გვექნება „თბილისი პრაიდის“ კვირეული, რომელიც სხვადასხვა კულტურულ თუ პოლიტიკურ ღონისძიებებს აერთიანებს. კონკრეტულად მინდა ვთქვა ღირსების მარშზე, რომელიც 5 ივლისს გაიმართება რუსთაველის გამზირზე. ჩვენ და ჩვენი მხარდამჭერები შევიკრიბებით, პარტნიორი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რადგან ჰომოფობია ამ საზოგადოების უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და გვჭირდება ამ პროცესში ყველა ჩართული იყოს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დავძლიოთ სიძულვილი" , - განაცხადა თაბაგარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა