კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი შეიქმნა

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი https://datacov.moh.gov.ge/ შეიქმნა.

როგორც „ინტერპრენიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პორტალის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ მიიღონ.

https://datacov.moh.gov.ge/-ზე ასევე შესაძლებელია პაციენტების სტატუსისა და შემთხვევების მკურნალობის ფორმის მიხედვით ნახვა. ასევე, რამდენი ადამიანი გადის მკურნალობას ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში და ოჯახის ექიმთან.

პორტალზე განთავსებულ Covid-19-ის რუკაზე ასახულია რეგიონებში გავრცელების მაჩვენებელიც. ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი პორტალი ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას მოიცავს.სტატისტიკური მონაცემები ყოველ 24 საათში განახლდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა