ანრი ოხანაშვილი ბავშვთა პანსიონატზე - სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა ხელს არ შეუწყობს იმ მიზანს, რაც ყველას გვაქვს, რომ მოხდეს რეაგირება და საკითხის შესწავლა

სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა არ შეუწყობს ხელს იმ მიზანს, რაც ყველას გვაქვს, რომ მოხდეს რეაგირება და საკითხის შესწავლა, - ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ბავშვებზე ძალადობის სავარაუდო საკითხს.

მისი თქმით, ყველას, ვისაც აქვს უფლებამოსილება, რომ შევიდეს და შეისწავლოს პანსიონატში არსებულო ვითარება, ამის საშუალება უნდა მიეცეს.

"კანონი უნდა აღსრულდეს, ყველას, ვისაც აქვს კანონით მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილება, სრულად და შეუფერხებლად უნდა მიეცეს ამ უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა. მესმის, არ არის მარტივი საკითხი, თუმცა, ამ სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა არ შეუწყობს ხელს იმ მიზანს, რაც ყველას გვაქვს, რომ მოხდეს რეაგირება, კონკრეტული საკითხების შესწავლა და შესაბამისი შედეგის დადება. შევხედოთ შედეგს, თუ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, შემდეგ მივცეთ შეფასება,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს