განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობა გაიზარდა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობა დაზუსტდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„გავითვალისწინეთ კომიტეტის წევრების რჩევები და საბჭოს შემადგენლობას დავამატეთ სტუდენტები", - განაცხადა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა.

სკოლამდელი და ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელის, თამარ ტალიაშვილის ინფორმაციით, საბჭოში შემავალი ორგანიზაციების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულებზე გაცემული დიპლომების აღიარებას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო