ლევან იოსელიანი - არ აქვს მნიშვნელობა სასულიერო პირია თუ არა, ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში ბავშვის უფლებების შელახვისთვის, თუ ასეთ რამეს ჰქონდა ადგილი

არ აქვს მნიშვნელობა სასულიერო პირია თუ არა, ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში ბავშვის უფლებების შელახვისთვის, თუ ასეთ რამეს ჰქონდა ადგილი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განაცხადა.

იოსელიანი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და კითხვები აქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რატომ არ ჰქონდა უწყებას რეაგირება ამ ხნის განმავლობაში.

„იმედგაცრუებული ვარ, გაუგონარი ამბავია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სახალხო დამცველს არ უშვებენ პანსიონში, სადაც ბავშვების უფლებები ირღვევა, პროკურატურას თურმე საქმეები აქვს აღძრული, ამის შესახებაც არ ვიცოდით, ესეც სახალხო დამცველისგან გავიგეთ. ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ და ყველა კითხვას გასცეს პასუხი. ამ საკითხზე არ უნდა დარჩეს კითხვა, ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში უკლებლივ ყველა ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ის სასულიერო პირია თუ არა, უნდა მიეცეს პასუხისგებაში ბავშვის უფლებების შელახვისთვის თუ ასეთ რამეს ჰქონდა ადგილი.

ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვხედავ და უფრო მეტს გეტყვით, ჯანდაცვის სამინისტრო რას აკეთებდა ამდენი ხნის განმავლობაში, ვისაც კანონით ევალება, რომ შეამოწმოს ასეთი პანსიონები, აღარაფერს ვამბობ პროკურატურაზე, რომელსაც უნდა გამოძიებინა და კითხვებზე პასუხი გაეცა. რომ არა სახალხო დამცველი, ჩვენ ვერც გავიგებდით რომ საქმეები იყო აღძრული,"- აცხადებს იოსელიანი.

კითხვაზე, ხომ არ ერიდება ხელისუფლება საპატრიარქოსთან დაპირისპირებას და ამიტომ ხომ არ დაგვიანდა რეაგირება, იოსელიანი აცხადებს, რომ „არ არსებობს არც პოლიტიკური, არც მორალური, არანაირი არგუმენტი, რომელიც გაამართლებს ბავშვების უფლებების შელახვას, მათზე ძალადობას."

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა