ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლო იარაღიდან ესროლეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დაჭრილი მამაკაცი რეფერალურ ჰოსპიტალშია შეყვანილი. მას კიდურზე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის დავით ჯანაშიას ინფორმაციით, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

"მამაკაცი შემოიყვანეს მარცხენა ფეხზე გამჭოლი ჭრილობით, კუნთების, ძვლების და სისხლძარღვების დაზიანებით. გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. მოხერხდა კიდურის შენარჩუნება. ამჟამად განაგრძობს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. ჭრილობა ან ბასრი საგნით, ან ცეცხლსასროლო იარაღით აქვს მოყენებული", -განაცხადა დავით ჯანაშიამ.

კლინიკაში იმყოფებიან დაჭრილის ოჯახის წევრები. დედის თქმით, მისი შვილი მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცია. მისი თქმით, არ იცის მის შვილს ვინ ესროლა, მაგრამ გაიგო, რომ მას უცნობი პირი დაედევნა და რამდენჯერმე ესროლა.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა