ანა ნაცვლიშვილი - ამ ხელისუფლების პირობებში 20 ივნისი უკვე ამნისტირებულია, ამას კანონი არ სჭირდება

ამ ხელისუფლების პირობებში, 20 ივნისი უკვე ამნისტირებულია, ამას კანონი არ სჭირდება. 2 წელი ჰქონდა საქართველოს პროკურატურას, მაგრამ მხოლოდ 3 ადამიანს წაუყენა ბრალი",-ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, სანამ მართლმსაჯულების ინსტიტუტები არ ტრანსფორმირდება, „კანონის თუ კანონის გარეშე დაუსჯელობა რეალობა იქნება".

„მე ვფიქრობ, რომ დაუსჯელობის პრობლემა ძალიან სერიოზული პრობლემაა. სამწუხაროდ, გაცილებით ფართოა თავისი მასშტაბით და ხანგრძლივობით, ვიდრე 20 ივნისი. დაუსჯელობას საქართველოში სერიოზული პრეისტორია აქვს. ეს არის ერთიანი ბრძოლა იმის საწინააღმდეგოდ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ფეხქვეშ თელავდნენ პოლიტიკური დავალების შესრულებისას ადამიანის უფლებებს და ეს რჩებოდათ, როგორც არაფერი მომხდარა. ეს უზარმაზარი გამოწვევაა, ამ გამოწვევას თვალს თუ არ გაუსწორებს ქვეყანა და მიიღებს კანონებს, რომელიც მწვანე შუქს აუნთებს დაუსჯელობას, ეს მათ დიდიხანი ვერ გაიყვანთ სამშვიდობოს. ამ ხელისუფლების პირობებში, 20 ივნისი უკვე ამნისტირებულია, ამას კანონი არ სჭირდება. 2 წელი ჰქონდა საქართველოს პროკურატურას, მაგრამ მხოლოდ 3 ადამიანს წაუყენა ბრალი. ეს ნიშნავს რომ, მათ ეს მძიმე ამბები უკვე ამნისტირებული აქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ვიდრე მართლმსაჯულების ინსტიტუტები არ ტრანსფორმირდება ამ ქვეყანაში, კანონის თუ კანონის გარეშე დაუსჯელობა იქნება რეალობა",- აღნიშნავს ნაცვლიშვილი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის