პროფკავშირების ინფორმაციით, ოზურგეთში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან

5 ივნისს, 14:00 საათზე, ოზურგეთში, შპს „გურია ექსპრესთან" სხვადასხვა რეგიონიდან საქართველოს პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩავლენ და აქციას გამართავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს” საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, ისინი აქციაზე ხელისუფლებას მიმართავენ და კანონის აღსრულებას მოითხოვენ, რომლის იგნორირებასაც დამსაქმებელი ახდენს.

„ფქვილის საწარმო „გურია ექსპრესში" გაფიცვა 33 დღეა მიმდინარეობს. დასაქმებულები ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის ფონზე, ხელფასების მატებას და ჰიგიენისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დამსაქმებელი ადგილობრივი ხელისუფლების წახალისებით, ამ დრომდე უარს ამბობს პროფკავშირებთან მოლაპარაკებაზე და შეთანხმების გაფორმებაზე.

სამმხრივ მოლაპარაკებაზე კანონის გვერდის ავლით, უარს ამბობს ოზურგეთის მერიც, რომელიც ანტიპროფკავშირული აქტივობებით უფრო მეტადაა დაკავებული, ვიდრე მის მუნიციპალიტეტში დასაქმებულებზე ზრუნვით“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი