საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2020 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა კლებამ წინა წელთან შედარებით 6.2% შეადგინა, რაც ეკონომიკაზე საკმაოდ მძიმედ აისახა. „პანდემიამ, როგორც ვაჭრობის ასევე ტურიზმის ინვესტიციების შემცირება გამოიწვია, რის გამოც უარყოფითი ეკონომიკური ზრდა გვქონდა", - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობა შემცირდა 12%-ით, ხოლო იმპორტი 15,6%-ით.გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გასულ წელს ყველაზე მეტად პანდემიამ ტურიზმი დააზარალა. მისივე ინფორმაციით, წმინდა ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 9.6 %-ით გაიზარდა ხოლო უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა 52.9%-ით.მომხსენებლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილთან შედარებით, ნაერთ ბიუჯეტში გადასახადების შესრულებამ შეადგინა 104, დეფიციტი მაინც საკმაოდ მაღალი, 9,3% იყო.„ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილი დაგეგმილთან შედარებით გაიზარდა 1,5 მლრდ-ით. მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულებით დაიხარჯა 418 მლნ ლარი, მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით 918 მლნ ლარი, ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით მიემართა 636 მლნ ლარი", - განაცხადა კაკაურიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს