თამთა შამათავა - გარემოს დაცვის სამინისტროს ჭიათურაში არსებული პრობლემების არათუ მოგვარება, არამედ მისი მოსმენაც არ უნდა

გარემოს დაცვის სამინისტროს ჭიათურაში არსებული პრობლემების არათუ მოგვარება, არამედ მისი მოსმენაც არ უნდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თამთა შამათავამ განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივების პროტესტის ხელისუფლებას არ ესმის.

„დღეს კომიტეტის სხდომაზე საშუალება არ მომეცა მინისტრის მოადგილისთვის დამესვა კითხვა, თუ რას აკეთებს სამინისტრო იმ კატასტროფული ვითარების აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის.

ადგილობრივებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და პირი ამოიკერეს, თუმცა ამ ადამიანების ხმა არ ესმით ხელისუფლებაში. ყოველწლიურად ასობით მილიონი დოლარის მანგანუმი გადის ქალაქიდან, ადგილობრივებს კი აქედან რჩებათ ნული შემოსავალი, დაზიანებული ჯანმრთელობა და ეკოლოგიური კატასტროფა. ჭიათურის სოფლები ჰოლივუდის საშინელებათა ჟანრის ფილმისთვის გადასაღებ მოედნად გამოდგება. 2017 წელს სამინისტროს შუამდგომლობითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით დროებითი მმართველო დაინიშნა კომპანიაში იმ პირობით, რომ გამოსწორდებოდა როგორც გარემოზე მავნე ზემოქმედება, ასევე სამუშაო პირობები. ოთხი წელი გავიდა პრობლემები უფრო გაღრმავდა. კომპანიას აქვს პრინციპი - მოიპოვე, აწარმოე, მოიხმარე და გადააგდე. გარემოს დაცვის სამინისტროს პასუხი კი არის დუმილი და ერთადერთი რაც შეუძლიათ, თუ კი ვინმე კითხვას დასვამს ამ პრობლემებზე, მიკროფონი გამოურთონ და არ მისცენ საუბრის საშუალება. ეს არის სირცხვილი და ეს არის „ქართული ოცნების“ მართვის სტილი", - განაცხადა თამთა შამათავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს