“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით კომპანია „იფქლმა“ გაფართოვება დაიწყო

“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით კომპანია „იფქლმა“ გაფართოვება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, სულ ცოტა ხნის წინ კი ქუთაისის ახლად გახსნილმა საწარმომ ფუნქციონირება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, მათ მიერ გამოყოფილი 4 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია მთლიანად მოხმარდა ქუთაისში ევროპული ტიპის ახალი საწარმოს აშენებას, რომელიც 140 ადამიანს ასაქმებს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ახალ საწარმოში ცხობის პროცესი სრულად ავტომატიზირებულია და პროდუქცია ბუნებრივი საფუარის გამოყენებით, უკონტაქტოდ ცხვება.

„ბანკის მხარდაჭერით „იფქლმა“ ქუთაისში ახალი საწარმო გახსნა და ახალი სამუშაო ადგილებიც შექმნა. მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი პარტნიორი ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებაში. უკვე მრავალი წელია კომპანია „იფქლი“ მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი ხარისხის პურფუნთუშეულს აწვდის. მის ხარისხზე მეტყველებს მრავალი ჯილდოც, რომელიც კომპანიამ განსაკუთრებული მიღწევებისათვის მოიპოვა. ახალი საწარმოს მეშვეობით კიდევ უფრო გაფართოვდა წარმოება. ჩვენი მიზანი სწორედ ბიზნესის მეტი ხელშეწყობაა, რათა მხარი დავუჭიროთ მათ და ერთად შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი ”, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა