ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის პირველ კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის I კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით გაიზარდა და 28.9 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 10.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით მეტია.

„2021 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 65.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.3 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 18.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 45.8 პროცენტი, საშუალოზე - 27.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 27.1 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2021 წლის I კვარტალში 16.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 10.4 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2 პროცენტით მეტი). 2021 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 622.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.0 პროცენტით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.0 პროცენტი ქალია, ხოლო 58.0 პროცენტი - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.0 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 586.4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 8.5 პროცენტით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 299.9 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5 პროცენტით ნაკლები)“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2021 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 283.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 56.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 1018,6 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 61.0 ლარით).

„საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 341.9 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 474.5 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 061.9 ლარი.

2021 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 37.1 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 31.7 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 8.8 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 5.0 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.7 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება -4.2 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 8.4 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2021 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (24.0 პროცენტი) და ვაჭრობა (18.3 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (15.2 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9.3 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.2 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2021 წლის I კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 27.2 პროცენტი, 13.6 პროცენტი და 11.6 პროცენტიანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (9.0 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.0 პროცენტი) და ინფორმაცია და კომუნიკაციის საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (4.1 პროცენტი)“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 80.2 პროცენტი, ქვემო ქართლი – 4.8 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 3.8 პროცენტი, იმერეთი – 3.4 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.7 პროცენტი.

„რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 63.0 პროცენტი, ქვემო ქართლი –9.6 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 6.7 პროცენტი, იმერეთი – 6.1 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 5.0 პროცენტი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 65.4 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 8.1 პროცენტი, იმერეთი – 6.9 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.8 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.0 პროცენტი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო