„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ საქართველოში გაერო-ს მუდმივ წარმომადგენლობასთან ერთად გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველ წელს, 5 ივნისს აღინიშნება მსოფლიო მასშტაბით და მიმდინარე წელს ამ დღის მთავარი გზავნილია #GenerationRestoration #თაობააღდგენისთვის.

მათივე ცნობით, 5 ივნისს, 14:00 საათზე, მზიურის პარკში, (კაფეში „მზიური“) ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასთან ერთად გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.

„შეხვედრის მთავარი თემაა ჰაერის ხარისხი და ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობა საქართველოში.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ჰაერის დაბინძურების თემატიკაზე გადაღებული სოციალური ფოტონამუშევრების გამოფენა, რომელიც აჩვენებს დაბინძურებული ჰაერის ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე და საცხოვრებელ გარემოზე.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ და სიტყვით გამოვლენ გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს