ირაკლი ზარქუა - ვაშაძე ჩვეულებრივი პოპულისტია და თავის დღის წესრიგი აქვს, ჩემთვის არ არის საინტერესო, უბრალოდ შეურაცხყოფას და ბულინგს არავის გავუტარებთ, მით უმეტეს "ჭიჭე ვაშაძეს"

პოპულისტია და თავის დღის წესრიგი აქვს, ბულინგს არავის გავუტარებთ და მით უმეტეს "ჭიჭე ვაშაძეს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მასსა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, "პოპულისტობა არავის გაუვა - არც მას და არც არავის, ვინც პარლამენტში შემოვა".

"ვაშაძესთან ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს, ჩვეულებრივი პოპულისტია და თავის დღის წესრიგი აქვს, ჩემთვის არ არის საინტერესო, უბრალოდ როცა შეურაცხყოფას აყენებ, ცდილობ, რომ ვითომ გაინტერესებს თემები და სხვას აბულინგებ, ამას არავის გავუტარებთ და მით უმეტეს ჭიჭე ვაშაძეს. დღეს ითხოვდა 2022 წლის ბიუჯეტის გეგმას, ვეუბნებით, დღეს არის 2021 - ის, აცდენილია რეალობას, პოპულისტია და ეს მისი არჩევანია. დღეს ბაღებში და სკოლებში არის დაბალი ხელფასი გამოწვევა, კალაძის მერობის დროს 20 პროცენტით მოუმატეს, თუმცა, ეს არაა საკმარისი და ეუბნება ამ დროს ბაღების სააგენტოს, სადაც 80- მდე ბაღი აშენდა და ვაშაძე, რომლის დროს 50 ბაღი გაიყიდა, ჰქონდა ხელფასი, პრემია და დანამატი ათიათასობით აქვს აღებული, ეუბნება, რომ ხელფასი შენ 4000 ლარი გაქვს და რამდენად სამართლიანიაო, მე ვუსვამ მას კითხვას - როცა ის თანამდებობაზე იყო და შეჭირვებული გვყავდა მილიონ 200 000, როცა ხელფასს იღებდი და პრემიას და დანამატს მაშინ არ გახსოვდა ის ხალხი და შენს მხარდაჭერილ უგულავას რომ 50 ბაღი აქვს გაყიდული, ამაზე რატომ არ ამბობ? - ამაზე მივუთითე. პოპულისტობა არავის გაუვა - არც მას და არც არავის, ვინც პარლამენტში შემოვა", - განაცხადა ზარქუამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო