შს მინისტრის მოადგილე ნინოწმინდის პანსიონზე - დღეის მდგომარეობით, არ შეიკრიბა საკმარისი სტანდარტის მტკიცებულებები, რომლითაც შესაძლებელია ვთქვათ, რომ ჩადენილია დანაშაული, ან კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა იკვეთება

დღეის მდგომარეობით, საქმეზე არსებული მტკიცებულებებით, რაც შეგროვდა, აქ საუბარია მოწმეთა გამოკითხვებზე, ჩატარებულია ექსპერტიზა, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, არ შეიკრიბა საკმარისი სტანდარტის მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც შესაძლებელია ვთქვათ, რომ ჩადენილია დანაშაული, ან კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა იკვეთება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან ნინოწმინდის პანსიონატში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება განხორციელდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. პირველი საქმე სამინისტროში 2016 წელს იქნა შემოტანილი, რომელიც ეხება 2012 წელს მომხდარ ფაქტს, გარდა ამისა შემდგომ წლებშიც იყო მომართვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. დღეის მდგომარეობით, საქმეზე არსებული მტკიცებულებებით, რაც შეგროვდა, აქ საუბარია მოწმეთა გამოკითხვებზე, ჩატარებულია ექსპერტიზა, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, არ შეიკრიბა საკმარისი სტანდარტის მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც შესაძლებელია ვთქვათ, რომ ჩადენილია დანაშაული, ან კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა იკვეთება", -აღნიშნავს ალექსანდრე დარახველიძე.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა