ნათია მეზვრიშვილი - უმძიმესი ფაქტები, რაც ნინოწმინდის პანსიონში ხდება, სახელმწიფოს სისუსტის კლასიკური მაგალითია, შსს-ს განცხადება კრიტიკას ვერ უძლებს

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ წევრის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ის უმძიმესი ფაქტები, რაც დღეს ნინოწმინდის პანსიონში ხდება სახელმწიფოს სისუსტის კლასიკური მაგალითია.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებიდან არცერთი არ არის იმ დროის, როცა ის და მისი პარტიელები შსს-ში ხელმძღვანელ პოზიციებზე იყვნენ.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ვიყოთ ამ ფაქტებით შეწუხებული. ის, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში დანაშაულები ხდებოდა 2016-წლიდან-2021 წლამდე, ეს არ ნიშნავს, იმას რომ სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჰქონდათ ინფორმაცია. სამართალდამცავი ორგანოებისთვის ეს ინფორმაცია მაშინ გახდა ცნობილი, როცა ჩვენ იქ არ ვმუშაობდით. არ მინდა თავის მართლების რეჟიმში ვიყო, მაშინ როცა თავი არ გვაქვს სამართლებელი. ეს უმძიმესი ფაქტები, რაც დღეს ამ პანისიონატში ხდება, არის კლასიკური მაგალითი სახელმწიფოს სისუსტის. ამდენი ხნის განმავლობაში ამ საქმეებზე რა გამოძიებებიცაა დაწყებული და შსს-ს ის განცხადება, რომელიც გუშინ გავრცელდა, კრიტიკას ვერ უძლებს. ძალიან არასერიოზულია, როცა საგამოძიებო უწყება გვეუბნება, რომ უიმედო მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები არ არის. ჩვენ რაც არ უნდა ვქნათ და გავაკეთოთ, პოლიტიკოსებმა, ამოსავალი წერტილი ყოველთვის უნდა იყოს ბავშვის ინტერესი და არ შეიძლება ბავშვების ინტერესების და ამ უმძიმესი ქეისის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ხელისუფლებამ მაშინ გააქტიურა ამ თემაზე მსჯელობა, რაც პოლიტიკურად აქტიური გახდა ქეისი და არა მაშინ, როცა სახალხო დამცველმა გაავრცელა ქეისი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ „ქეისებს“ სჭირდება ძალიან სპეციფიკური გამოძიება.

„ეს ისეთი კატეგორიის დანაშაულებია, რომ აქ ციდან მტკიცებულებები არ მოფრინავს, თუ ძალისხმევა არ გაწიე. თუ დაკითხვისა და გამოკითხვის იქით არ წახვედი. გამოკითხვის გზით ინფორმაციის მოძიება იმ ბავშვებისგან, რომლებიც დახურულ დაწესებულებაში არიან, სადაც ზეწოლის რისკები მაღალია, არ შეიძლება რომ პასუხისმგებლიანი საგამოძიებო უწყება ამის იმედად იყოს. ამიტომ როცა პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო, მართალია დაგვიანებით, მაგრამ კარგია რომ დაიწყო“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს