საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ ბექირ პაკდემირლს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქეთში მის სახელმწიფო ვიზიტს და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქართული დელეგაციის გულთბილი დახვედრისთვის და მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ასეთი ვიზიტები ქვეყნებს შორის საუკეთესო თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებს.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2020 წლის მონაცემებით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულია 27.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 91%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება იმპორტს, თურქეთიდან საქართველოში 2020 წლის მონაცემებით, იმპორტირებულია 114.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია. აღინიშნა, რომ თურქეთიდან აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი ბოლო წლებში კლებადი ტენდენციით ხასიათდება. 2020 წელს აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი, 2019 წელთან შედარებით, 4%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 14%-ით შემცირდა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თურქეთის მიერ გაწეული დახმარება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (თIKA) მიმართ, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია ეხმარება.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა