ილია ბეგიაშვილი - სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის შედეგად კეთილმოწყობილ სივრცეში 50 ათასი მოსწავლე შეძლებს განათლების მიღებას

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებს, მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის მიმდინარეობის, გაწეული სამუშაოების, სამომავლო გეგმებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ილია ბეგიაშვილმა აღნიშნა, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის შედეგად 50 ათასი მოსწავლე განათლების მიღებას კეთილმოწყობილ სივრცეში შეძლებს.

„განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2019 წლიდან ჩაერთო და ამ მიმართულებით, ჯამში, 2204 პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს. აქედან, 65 ახალი სკოლის მშენებლობაა, 103 კი - სრული რეაბილიტაცია, რაც ნიშნავს, რომ კეთილმოწყობილ სივრცეში, დაახლოებით, 50 ათასი მოსწავლე შეძლებს განათლების მიღებას. ამას გარდა, 2500 პროექტი განხორციელდა მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების სახით სკოლებში, რაც მოიცავს სახურავების, სველი წერტილების, გათბობის, კარ-ფანჯრებისა და მოედნების აღდგენა-განახლებას. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, განხორციელდა და მიმდინარეობს 59 ბაღის მშენებლობა და 477 მცირე რეაბილიტაცია. ჯამურად ამ პროექტებს 620 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება“, - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და სკოლებისა და საბავშვო ბაღების უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებას დაპირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა