ინდოეთის რესპუბლიკიდან შემომავალი სტუდენტები სემესტრის დასრულებას დისტანციურად შეძლებენ

ინდოეთის რესპუბლიკიდან შემომავალი სტუდენტები სემესტრის დასრულებას დისტანციურად შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში, ინდოეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ვერ შემოვიდნენ საქართველოში, სტატუსი არ შეუჩერდებათ და სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაასრულებენ.

შესაბამისად, ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ინდოეთის რესპუბლიკიდან შემომავალი სტუდენტებისათვის, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში სწავლება დისტანციურ რეჟიმში განახორციელონ. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც ინდოეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ვერ შემოვიდნენ საქართველოში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა