მეუფე ნიკოლოზი - გადავწყვიტეთ, ნინოწმინდის პანსიონში რამდენიმე დღე დარჩნენ სოცმუშაკები - დღეს შეიქმნა სახელდახელოდ კომისია, რომლის ხელმძღვანელი იერარქიულად მე გამოვდივარ

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის ნიკოლოზის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში სოცმუშაკები რამდენიმე დღე დარჩებიან.

როგორც მიტროპოლიტი ნიკოლოზი განმარტავს, იმისთვის, რომ ბავშვებს სტრესულ გარემოში არ ესაუბრონ, მათთან რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან და უკეთესად გაიცნობენ.

ამასთან, მიტროპოლიტის თქმით, დღეს საგანგებოდ შეიქმნა კომისია, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.

„ზოგადად, ბავშვებთან გვაქვს შეხვედრა, როგორც გავესაუბრე სოცმუშაკებს, ამ წუთას ერთი ამოცანა აქვთ - გაარკვიონ, ადგილზე ვინც არიან, ვის აქვს სურვილი, რომ აქედან სადმე წავიდეს, თუ არ აქვთ ამის სურვილი. ოღონდ, ეს მარტო ბავშვის სურვილზე არ არის დამოკიდებული, თუ ბავშვს უნდა წასვლა, სად უნდა გააჩნია და სადაც უნდა, იქაც უნდა ჩავიდნენ სოცმუშაკები. მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვია, რომლის მშობელიც ცხოვრობს ერთ-ერთი ასეთი ტიპის დაწესებულებაში, სადაც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები და ამ ბავშვს უნდა, რომ მის მშობელთან იყოს. იმ მშობელს უნდა ჩააკითხონ, ჰკითხონ რამდენად შეუძლია და იმ დაწესებულებას რამდენად აქვს ამის რესურსი, რთული პროცესია. ამ შემთხვევაში გამოსავალს ამაში ვხედავ, რომ ამ სოცმუშაკებს რაღაცნაირი ნდობა გამოვუცხადოთ, პიროვნულად არ არიან ცუდი ადამიანები. სოცმუშაკები აქედან სავარაუდოდ, დღეს არ გამოვლენ. ჩვენ გადავწყვიტეთ, ასეთ სტრესულ ვითარებაში ბავშვებს რომ არ ელაპარაკონ, რამდენიმე დღე დარჩნენ ეს სოცმუშაკები, ღამე დარჩნენ, იყვნენ ამ ბავშვებთან, იცხოვრონ ცოტა ხანი, გაიცნონ. ამ წუთას ასეთი ვითარებაა, როგორც კი ახალი ინფორმაცია, ან ახალი შეთანხმება, გადაწყვეტილება იქნება, გამოვალ და მოგიყვებით.

დღეს შეიქმნა სახელდახელოდ კომისია, იერარქიულად მე გამოვდივარ ხელმძღვანელი, ზუსტად ვერ ჩამოგითვლით ყველას, არიან სასულიერო პირები და საერო პირები, იურიდიული სამსახურია ჩვენი, სამედიცინო სამსახურია ჩვენი ჩამოსული, ჩვენ რაც შეგვიძლია, ის ხალხია. იერარქიულად მე მიწევს ამ პასუხისმგებლობის ჩემ თავზე აღება. ამ წუთას ვერაფერს გეტყვით, იმის მიხედვით რა დაგხვდება, მერე უფრო შევძლებთ გითხრათ, რა დანიშნულება აქვს ამ კომისიას.

ამ წუთას მიმდინარეობს კომისიის წვერების და ყველა ბავშვის ერთად შეხვედრა, ამის შემდეგ, ვფიქრობთ, რიგრიგობით გავესაუბროთ ამ ბავშვებს. მთავარი, რაც მინდა გითხრათ, ამ შეხვედრას მეუფე სპირიდონი არ ესწრება, შევთანხმდით ამაზე, რომ ბავშვებმა რაღაცნაირად არ იგძრნონ თავი“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო