მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონზე - არაფერი ისეთი არ ხდება, არავინ ბავშვის ხორცით არ იკვებება აქ - ყველაფერს გავარკვევთ, როგორც უკეთესი იქნება ბავშვებისთვის, ისე გადავწყვეტთ

არაფერი ისეთი არ ხდება აქ, ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ არავინ ბავშვის ხორცით აქ არ იკვებება, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ამ ეტაპზე, ბავშვების სურვილებს არ იცნობს და მათ კომისიის წევრები ესაუბრებიან.

კითხვაზე, თუ რის გამო იმყოფებიან ბავშვები გამოკითხვაზე, ნიკოლოზი აცხადებს, რომ ისინი სავარაუდოდ, დაწყებული გამოძიების ფარგლებში არიან.

„ერთადერთი ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, ეს ბავშვები დაკითხვაზე არიან იმის გამო, რომ ახალი საქმე აღიძრა გუშინ და რაც მოხდა იმასთან დაკავშირებით. მე როგორც გავიგე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, სახალხო დამცველის ნებისმიერ მიმართვაზე აღძრას სისხლის სამართლის საქმე, არ აქვს უფლება, უარი უთხრას.

პარლამენტარები, საპატრიარქოს კომისიაა ჩამოსული, მეც დღეს ჩავერთე აქტიურად ამ მოვლენებში, მეუფე სპირიდონი და მისი თანამშრომლები აქ არიან მუდმივად, და კიდევ, რაც მთავარია, ბავშვები არიან. გვინდა, გავიგოთ თითოეული ბავშვი რას ფიქრობს, რა უნდა, სოცმუშაკები ამას ჩაინიშნავენ ინდივიდუალურად, სათითაოდ. სოცმუშაკები ამ ანგარიშს წაიღებენ და იმის მიხედვით, რა უნდა ბავშვს, გაარკვევენ იქ შემხვედრი წინადადება როგორია. ასე ამბობს მეუფე სპირიდონი, რომ ღამის პირველ საათზე წაიყვანეს 6 ბავშვი, ეს არაჯანსაღი რაღაცაა, არაფერი ისეთი არ ხდება აქ, ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ არავინ ბავშვის ხორცით აქ არ იკვებება. ყველაფერს გავარკვევთ თანდათანობით, მშვიდად და წყნარად, როგორც უკეთესი იქნება ბავშვებისთვის, ისე გადავწყვეტთ.

ჯერ არცერთი ბავშვის სურვილი არ ვიცი, ჩვენი კომისიის წევრები ელაპარაკებიან და მეც ერთი სული მაქვს, როდის შევბრუნდები, რომ ჩავერთო“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს