პარიზის საკონცერტო დარბაზი „სალ გავო" ქართველ ხელოვანებს მომავალ სეზონებზე საკონცერტო სივრცეებს დაუთმობს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე პარიზის საკონცერტო დარბაზის "სალ გავოს" დირექტორებს ჟან-მარი და შანტალ ფურნიეებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართველი ხელოვანების ხელშეწყობის თაობაზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

„ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია სისტემურად ღონისძიებების გამართვა. დარბაზის დირექტორებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ ამ პროცესს და დაუთმონ საკონცერტო დარბაზების სივრცეები ქართველ ხელოვანებს მომავალ სეზონებზე", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

შეხვედრას საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი კულტურის საკითხებში პაატა მაჭავარიანი ესწრებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა