თენგიზ ცერცვაძე - იგეგმება „ფაიზერის“ შემოტანა, რაც საშუალებას მოგვცემს, 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებიც აიცრან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ფაიზერის“ შემოტანის შემდეგ, საქართველოს 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდების აცრის საშუალება ექნება.

როგორც ცერცვაძე ამბობს, ვაქცინებზე წვდომა იქნება უწყვეტი.

„არანაირი შეზღუდვა არ იქნება, უწყვეტი მომარაგება გვექნება ვაქცინის, წვდომა შეუზღუდავი და თან დიდი არჩევნის საშუალება იქნება. იგეგმება „ფაიზერის“ შემოტანაც, მათ შორის, დიდი რაოდენობით, სადღაც ერთ მილიონ დოზამდე, ან 700 000 დოზამდე, ეს საშუალებას მოგვცემს, 12 წლის ზემოთ მოზარდებიც აიცრან, რადგან ჯერჯერობით, მხოლოდ „ფაიზერს“ აქვს მიღებული ნებართვა 18 წელს ქვემოთ ახალგაზრდების აცრაზე. სხვა ვაქცინებს ჯერჯერობით, ამის ნებართვა არ აქვს”, - განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა