20 ივნისს დაზარალებული აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას გამართავენ

20 ივნისის ღამეს დაზარალებული აქტივისტები 20 ივნისს 18:00 საათზე პარლამენტის წინ აქციას გამართავენ. ამის შესახებ ერთ-ერთმა აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტიის შესახებ კანონი არის ოკუპაციისა და კოლაბორაციონიზმის გაგრძელება, რომელსაც არ შეეგუებიან.

„ჩვენ, 20 ივნისს დაშავებული მშვიდობიანი აქტივისტები, კიდევ ერთხელ მოვედით პარლამენტში არა იმიტომ, რომ დიდად ლეგიტიმურად მიგვაჩნია ეს ორგანო, არამედ ჩვენი სამოქალაქო პოზიცია გვინდოდა, რომ კიდევ ერთხელ გამოგვეხატა და გაგვეგო ზუსტად, რა სახის საგნობრივი კამათი იყო ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასახიჩრება კრემლის ბრძანებით, რაც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“, უნდა მოხდეს ამის ლეგიტიმაცია. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი. ამიტომაც ჩვენ ვაანონსებთ აქციას 20 ივნისს, 18:00 საათზე პარლამენტის წინ. ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, არ ვეგუებით კოლაბორაციონიზმს და არ ვეგუებით ამნისტიას, რომელიც არის ოკუპაციისა და კოლაბორაციონიზმის გაგრძელება, ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ვინც ხართ 20 ივნისის აქტივისტები, ვისაც გსურთ, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა კოლაბორაციონისტებსა და ოკუპანტებს, შევიკრიბოთ რუსთაველზე,“- განაცხადა ფავლენიშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს