გიორგი ვაშაძე - გახარიამ ერთი წერილი მოგვცეს,  რომელიც პროკურატურას გაუგზავნა, აქ და აქ არის კორუფციული ფაქტები და გამოიძიეთო

ყოფილ პრემიერს პარლამენტში თუ დავიბარებთ, მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დავიბარებთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ის აცხადებს, კორუფციასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

„მე მასზე მქონდა გამოქვეყნებული კოვიდფონდიდან ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით და ამაზე საგამოძიებო კომისია უნდა გავაკეთოთ, მარტო ამაზე არა, სხვა საქმეებზეც.

მოდი ერთი წერილი მოგვცეს გახარიამ, რომ მან მიმართა, შინაგან საქმეთა მინისტრს. ვისთვის უნდა მიემართა კორუფციაზე არ ვიცი, მაგრამ ვთქვათ, ეკონომიკის მინისტრი, რომ იყო, ან პრემიერ-მინისტრი რომ იყო, გაუგზავნა წერილი პროკურატურას, შსს-ს ხომ არ გაუგზავნიდა, იქიდან მოდიოდა, აქ და აქ არის კორუფციული ფაქტები და გამოიძიეთო. აუდიტის სამსახურს დადებული აქვს უამრავი კორუფციული სქემა და არც ერთზე გამოძიება არ არის დაწყებული. შენ რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხარ, მაგალითად, რატომ არ აწუხებდა მას ჭიათურა გადათხრილი და გაუბედურებული რომ არის?

ყოფილ პრემიერს პარლამენტში თუ დავიბარებთ, მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ყოფილებს ვერ ვიბარებთ, ხომ?“, -აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, „სისტემურად, კომპლექსურად, ყველა მექანიზმით უნდა ებრძოლონ „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებულ უსამართლობებს“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს