თაზო დათუნაშვილი უმრავლესობას - ცდილობთ, „გარეცხოთ“ დამნაშავეები - უნდა გრცხვენოდეთ ბატონებო

მესმის ამის მოსმენა არ მოგწონთ - იმ საბედისწერო შეცდომის გამო, რომელიც თქვენ დაუშვით, დღემდე პოლიტიკურ ფასს იხდის მთელი ქართული საზოგადოება , - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ერთმანეთს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი და "ქართული ოცნების" დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ვითარება დაიძაბა და მანდატურმა თაზო დათუნაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოთხოვნით დარბაზიდან გააძევეს.

„ამ დემონსტრაციაზე იყო რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც სხვებზე უფრო აგრესიულად გამოხატავდა ამ პროტესტს, მაგრამ ამის სანაცვლოდ ტყვიები არ უნდა დაგეშინათ მთელი მიტინგისთვის. ამის სანაცვლოდ ფიქრის გორამდე არ უნდა ჩამოყოლოდით ადამიანებს და არ უნდა დაგემტვრიათ ძვლები მათთვის. ამ ყველაფრის სანაცვლოდ, შემდეგ არ უნდა გეკეთებინათ ის პოლიტიკური ინსინუაციები და მართლაც ჩვეულებრივი კონსპირაციის თეორიები, რომელსაც ერქვა, რომ თურმე, სახელმწიფოს გადატრიალებას აწყობდა იქ ვინმე“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

მან უმრავლესობას მიმართა, რომ ისინი „ცდილობენ, გარეცხონ ის დამნაშავეები, რომლებიც იყვნენ დამნაშავეები მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში“.

დათუნაშვილის თქმით, მათ უნდა რცხვენოდეთ.

"ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რაც ერთად მოვისმინეთ მეგობრებისგან, რომლებიც დაზარალებულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევისას. ის მიზანი, რომელსაც ემსახურებოდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მედიაცია და ის დოკუმენტი, რომელსაც ყველამ ერთად ხელი მოვაწერეთ და პასუხისმგებლობა ავიღეთ პოლიტიკური კრიზისის დეექსტალაციაზე, ეს დოკუმენტი იყო სამოქალაქო შერიგებისთვის მოწოდებული. იმისათვის, რომ ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფურცელი გადაგვეშალა, რომელიც თქვენი ხელისუფლების მძიმე დანაშაულია, მაგრამ არ გადაგვეშალა ორგანიზებული სინდიკატის მეთოდებით.

როდესაც საკუთარ მოქალაქეებთან დამოკიდებულება ასეთია, რომ ისინი ერთი მხარე არიან და თქვენ ხართ მეორე მხარე და ამ ორ მხარეს, თურმე თანაბრად ჩაუდენია დანაშაული იმ პროცესში, როდესაც აქ მყოფი ბატონი მიქანაძე, წინა მოწვევის პარლამენტში აპარატის უფროსი იყო და ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა იმაში, რომ პლენარული სხდომების დარბაზში, თავმჯდომარის სავარძელში იჯდა ბატონი გავრილოვი, ადამიანი, რომელიც სადამ ჰუსეინის მთავარი მრჩეველი იყო და საქართველოს ტერიტორიების მთლიანობის მტერი.

მესმის ამის მოსმენა არ მოგწონთ. იმ საბედისწერო შეცდომის გამო, რომელიც თქვენ დაუშვით, დღემდე პოლიტიკურ ფასს იხდის მთელი ქართული საზოგადოება.

ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენ აიღეთ ჩვენთან ერთად, შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერით ნიშნავდა ერთ რამეს, რომ დაწყებული მიქანაძიდან, ყველა ის ადამიანი ვინც ამ პროცესის ექსკალაციაში და განვითარებაში იყო დამნაშავე, ყველას უნდა დარქმეოდა თავისი სახელი. ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აეღო, იმაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაგვეკისრებინა. ვისაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ამ პროცესში, მათზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაგვეკისრებინა. მხოლოდ ამის შემდეგ ვიტყოდით, რომ დიახ, ყველას გვეყო გამბედაობა და გადავშალეთ ჩვენი ისტორიის ყველაზე მძიმე ფურცელი.

აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, რომ ვინმე რამეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ იღებს, აქ ლაპარაკია, როგორც კრიმინალური სინდიკატი ცდილობთ, რომ გარეცხოთ ის დამნაშავეები, რომლებიც იყვნენ დამნაშავეები მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში.

კი, ამ დემონსტრაციაზე იყო რამოდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც სხვებზე უფრო აგრესიულად გამოხატავდა ამ პროტესტს მაგრამ ამის სანაცვლოდ ტყვიები არ უნდა დაგეშინათ მთელი მიტინგისთვის. ამის სანაცვლოდ ფიქრის გორამდე არ უნდა ჩამოყოლოდით ადამიანებს და არ უნდა დაგემტვრიათ ძვლები მათთვის. ამ ყველაფრის სანაცვლოდ შემდეგ, არ უნდა გეკეთებინათ ის პოლიტიკური ინსინუაციები და მართლაც ჩვეულებრივი კონსპირაციის თეორიები რომელსაც ერქვა, რომ თურმე, სახელმწიფოს გადატრიალებას აწყობდა იქ ვინმე და ვითომ პარლამენტში შევარდნას აპირებდა იქ ვინმე. თქვენ უნდა გრცხვენოდეთ ამისი ბატონებო", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს