შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მოტოპარკი KAWASAKI-ის მარკის 16 მოტოციკლით განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მოტოპარკი KAWASAKI-ის მარკის 16 მოტოციკლით განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი მოტოციკლები სრულად შეესაბამება ევროსტანდარტებს და აღჭურვილია ყველა საჭირო დამცავი მექანიზმით, რაც საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფს.

„დაინტერესებულ პირებს "A"/"A1" კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მოტოციკლის - "A"/"A1" კატეგორიისა და ქვეკატეგორიის პრაქტიკულ გამოცდაზე გამსვლელმა პირებმა სასურველია, გამოიყენონ საკუთარი უსაფრთხოების დამცავი ჩაფხუტი.

მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, კვლავ სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა