განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ENQA-ს მონიტორინგი წარმატებით გაიარა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წარმატებით გაიარა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მონიტორინგის ჯგუფის შეფასების პროცესი. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში გადამოწმდა ცენტრის მიერ ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციების შესრულება. შემოწმების დროს დეტალურად და სიღრმისეულად იქნა განხილული ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და ცენტრის დებულებებში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცენტრის მიმდინარე საქმიანობაზე, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში დაფიქსირებული რეკომენდაციები ცენტრის მიერ იქნა შესრულებული. ამასთან, საერთაშორისო ექსპერტების მიერ ასევე დადებითად შეფასდა ცენტრის სამომავლო ხედვა, თუ როგორ ვგეგმავთ ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების კიდევ უფრო მეტად დახვეწასა და განვითარებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა