ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანას მხარი დაუჭირა

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის საკონსულტაციო ორგანომ, ოფიციალური რეკომენდაცია გაუწია საქართველოს „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების’’ შეტანას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს, გარემოს დაცვის დღეს, დაცული ტერიტორიების სააგენტო ძალიან მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება, ერთწლიანი შეფასებებისა და ექსპერტთა მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, IUCN-მა სრულად დაუჭირა მხარი საქართველოს დაცული ტერიტორიების ნომინაციის დოკუმენტს.

„IUCN–ის რეკომენდაციის საფუძველზე, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების’’ ნომინაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის (WHC) 44-ე გაფართოებულ სესიაზე მიიღებენ, რომელიც ჩინეთში, ქალაქ ფუჟოუში, მიმდინარე წლის 16–31 ივლისს გაიმართება.

საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს მთავრობისა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორია: მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, როგორც უნიკალური კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, 2019 წელს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარადგინეს.

IUCN-ის ექსპერტების დასკვნა იხილეთ: https://whc.unesco.org/archive/2021/whc21-44com-8Binf2-en.pdf „,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა