ქვემო ქართლში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს

ქვემო ქართლში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე და გარდაბნის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი გაეცნენ.

„ამ ეტაპზე, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით 1,011,324 ლარის ღირებულების სამუშაოები ხორციელდება სოფელ სართიჭალის შიდა გზებზე. პროექტის დასრულება ივლისის შუა რიცხვებისთვისაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებში, ასფალტის საფარი სოფლის 12 ლოკაციაზე დაიგება - აღნიშნულ მონაკვეთებზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა არასოდეს ყოფილა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა