ეკა ლალიაშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექინსპექტირების რეფორმა ძალიან შესუსტებულია

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექინსპექტირების რეფორმა ძალიან შესუსტებულია, რის გამოც მნიშვნელოვანია კონტროლი კვლავ ამოქმედდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკა ლალიაშვილმა განუცხადა, ტექინსპექტირების კონტროლი რომ კვლავ გასააქტიურებელია, ამას სტატისტიკაც მიუთითებს. უფრო კონკრეტულად - 2019 წელს ჯამში დაწერილია 230 749 ჯარიმა, 2020 წელს კი, ჯამში დაწერილია 152 568 ჯარიმა.

„ტექინსპექტირების საკითხი 2019 წლიდან დაიწყო, თუმცა დღეს, კვლავ გაუმართავ ტრანსპორტთან გვაქვს საქმე. თუ 2019 წელს დაახლოებით 800 000-მა ავტომობილმა მიმართა ტექინსპექტირების ცენტრს, 2020 წელს მიმართვიანობა დაახლოებით 32%-ით არის შემცირებული, რაც ადმინისტირების ხარისხსაც რომ შევადაროთ დაახლოებით იგივეა, ანუ 32-34%-ით შემცირებულია კამერების ადმინისტრირება.

მთლიან სურათს რომ ვუყურებთ, ვადარებთ იმას, თუ როგორი ტიპის ტრანსპორტი მოძრაობს ქუჩაში, ვხედავთ, რომ პრაქტიკულად, ტექინსპექტირების რეფორმა ძალიან შესუსტებულია. როგორც ჩანს COVID 19-მაც გავლენა იქონია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლავ ავამოქმედოთ კონტროლი. გასააქტიურებელია, როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ისე შსს იმ მხრივ, რომ საბოლოოდ ითქვას, ამ მიმართულებებით რეფორმა გავაძლიეროთ“, - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

მისივე განმარტებით, შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია აქვთ, თუმცა პოლიტიკური საკითხების ფონზე ამ ტიპის სოციალური საკითხები მესამეხარისხოვანი ხდება. როგორც ლალიაშვილმა განმარტა, სურთ, რომ ეს საკითხი გაიმიჯნოს პოლიტიკისგან და ზუსტად ისეთივე ყურადღება დაეთმოს, როგორც ეთმობა სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც დღეს სამინისტროებისთვის პრორიტეტულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა