მარინე გვიანიძე და ფრიდონ ფუტკარაძე, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები - მარინე გვიანიძე და ფრიდონ ფუტკარაძე, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მარინე გვიანიძემ, საბაზისო და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს გარემოს დაცვის ლოკალურ და გლობალურ გამოწვევებზე მომზადებული ფოტო და შემეცნებითი მასალა წარუდგინა. პრეზენტაცია მოიცავდა ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების, საქართველოში ნარჩენების მართვაში არსებულ სირთულეებს, ფლორისა და ფაუნის ცალკეული სახეობების გადაშენების მიზეზებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის ღონისძიებებს.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ეკოლოგიურ საკითხებზე საუბრის პარალელურად, უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები დღეს არსებულ ვითარებასა და სამომავლო აქტივობებზე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა