მებაჟე ოფიცრების მიერ, საფოსტო გზავნილით, გადასახადისთვის თავის არიდების მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა - „აეროპორტის" საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს მებაჟე-ოფიცრებმა გადასახადისთვის თავის არიდებისა და საგადასახადო ვალდებულების შემცირების მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, კომპანიის მიერ, საფოსტო გზავნილის სახით, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული იქნა 266 ცალი მეორადი მოხმარების ( Iphone 42 ცალი, Samsung 65 ცალი, Xiaomi 159 ) მობილური ტელეფონი, რომლის საბაჟო ღირებულებამ თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით - 14203,7 ლარი შეადგინა.

რისკის პროფილის საფუძველზე, აღნიშნულ დეკლარაციას წითელი დერეფანი განესაზღვრა. უფლებამოსილი პირის მიერ, იმპორტირებული საქონლის ზუსტი საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ დეკლარირებული მობილური ტელეფონები წარმოადგენდა არა აღდგენილ, არამედ ახალ (გასააქტიურებელ) ტელეფონებს და საერთო საბაჟო ღირებულებამ - 264 309,3 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო