საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს შეხვდნენ

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს შეხვდნენ.­

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ და უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ სტუდენტებს სააგენოტოს საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, დაგროვებითი პენსიის მიზანია წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. საინვესტიციო შესაძლებლობებზე საუბრისას კი აღინიშნა, რომ საპენსიო სქემას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაშიც.

„კიდევ ერთი დადებითი ეფექტი, რაც სქემას შეიძლება ჰქონდეს, არის ბიუჯეტზე ფისკალური წნეხის შემცირება. პენსია, რასაც სახელმწიფო იხდის, ვერასდროს იქნება საკმარისი მოქალაქის ადეკვატური სიბერე უზრუნველსაყოფად. დაგროვებითი საპენსიო სქემის დახმარებით კი, ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი ხდება“ - აღნიშნავს გიორგი დანელია.

ამასთან, შეხვედრაზე ისაუბრეს საპენსიო სააგენტოში ინვესტირების პროცესზე, საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს