იურიდიული დახმარების  სამსახური მზადაა, სოფელ შეუქრუთის მოსახლეობას, რომელიც საპროტესტო აქციას  მართავს, კვალიფიციური დახმარება გაუწიოს

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის განცხადებით, სამსახური მზადაა, სოფელ შეუქრუთის მოსახლეობას, რომელიც საპროტესტო აქციას თბილისში მართავს, კვალიფიციური დახმარება გაუწიოს. ამის შესახებ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები რამდენჯერმე შევხვდით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუქრუთის მოსახლეობას, რომლებიც საპროტესტო აქციას თბილისში მართავენ და შევთავაზეთ მათ უფასო სამართლებრივი დახმარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. სამსახური კვლავ მზად არის აქციის მონაწილეებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება და დაიცვას მათი ინტერესები ყველგან - კერძო თუ სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის საკითხებში“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სოფელ შუქრუთის ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი პროტესტს განაგრძობს. მათი განცხადებით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად მათი საცხოვრებლები ზიანდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა