ხატია დეკანოიძე - კობახიძის განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სერიოზულ პოლიტიკოსს გაუჭირდება - შეშინებული „ოცნება“ ცდილობს საკუთარი თავი გაამხნევოს

შეშინებული „ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობს საკუთარი თავი გაამხნევოს - მხოლოდ ეს დავინახე მის განცხადებაში, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრა.

დეკანოიძის თქმით, მსგავსი განცხადებები არის „ქართული ოცნების“ სცენარი, რადგან „მათ იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ის მოგროვება ძალიან გაუჭირდებათ“.

,,ეს არის ზუსტად ის მოცემულობა „ქართულ ოცნებაში“, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვუყურებთ. ჩამოშლილი და დანაწევრიანებულია „ოცნება“, შეშინებული მისი წარმომადგენლები. როდესაც მთელი ამ ხნის მანძილზე გიორგი გახარია იყო მათი სიის პირველი ნომერი, ყველაზე მნიშვნელოვანი „კრიზისმენეჯერი“ ახლა ვისმენთ აბსურდულ დამოკიდებულებას და აბსურდულ ბრალდებებს. ეს არის მათი სცენარი, იციან რომ ძალიან გაუჭირდებათ 43%-ის მოგროვება თვითმმართველობის არჩევნებზე. სერიოზული კომენტარის გაკეთება კობახიძის ამ განცხადებაზე სერიოზულ პოლიტიკოსს გაუჭირდება, მაგრამ შეურაცხყოფას აყენებ საკუთარ ამომრჩეველსაც კი ამ განცხადებებით. შეშინებული „ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობს საკუთარი თავი გაამხნევოს მხოლოდ ეს დავინახე მის განცხადებაში. ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა არასერიოზულია“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, „რუსთავი 2“-თან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების წინ ოპოზიციურ პარტიას ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და მმართველ პარტიაში ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო