ამირან გამყრელიძე - ბევრს მაკრიტიკებენ, მაკრიტიკონ, არაუშავს, ავიტან

ბევრს მაკრიტიკებენ, მაკრიტიკონ, არაუშავს, ავიტან“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ მისივე განცხადებაზე კრიტიკას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ზღვაში ბანაობის დროს პირბადე არ უნდა გეკეთოს, მაგრამ ხალხმრავალ ადგილზე მისი გამოყენება აუცილებელია.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, კრიტიკის მიუხედავად, ის მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ სულ მოუწოდებს.

„ბევრს მაკრიტიკებენ, მაკრიტიკონ, არაუშავს. მე სულ უნდა მოვუწოდო მოსახლეობას. ბათუმის ბულვარზე გამაკრიტიკეს. კარგით, მე ამას ავიტან, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ვიდრე 30-40% არ აიცრება, პირბადე ღია სივრცეებში დაგვჭირდება“,-აღნიშნავს გამყრელიძე.

მან ვაქინაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ბრიგადა გადის გადამზადებას იმუნიზაციის გვერდით პროცესებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სამიზნე მაჩვენებლის ასაცრელად გასამმაგდება ბრიგადების რაოდენობაც.

„უნდა გასამმაგდეს ბრიგადების რაოდენობა. ისინი, ვინც მუშაობენ კვირაში სამ ან ოთხ დღეს, უნდა იმუშაონ შვიდი დღის განმავლობაში. დამდგარია საკითხი და ვაორმაგებთ ანაზღაურებას სამედიცინო დაწესებულებებისადმი, ბრიგადების გავრცობა გულისხმობს სამედიცინო პერსონალის მეტ გადამზადებას“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა