სასამართლოს დროებითი განჩინებით, ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა დაევალათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა დაევალათ.

კერძოდ, როგორც დროებით განჩინებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

დროებითი განჩინების მიხედვით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ ისეთი ქმედების განხორციელება, რომლითაც ისინი დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უზრუნველყოფენ ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ან რეინტეგრაცია) გადაყვანას.

„განმცხადებელს შესაბამისი სარჩელის აღძვრისთვის განესაზღვროს ვადა-10 დღე და განემარტოს, რომ სარჩელის აღნიშნულ ვადაში არაღძვრის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას დროებითი განჩინების გაუქმების თაობაზე“,-აღნიშნულია დროებით განჩინებაში.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივი გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო